Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვის დაყოფის შესახებ თანხმდებიან


ორშაბათს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კასპიის ზღვაში ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის დემარკაციის შესახებ.

პუტინმაც და ალიევმაც შეთანხმებას მაღალი შეფასება მისცეს. კასპიისზღვისპირა ქვეყნები – ყაზახეთი, თურქმენეთი, ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი – ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ზღვის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების მიღწევას.

ალიევისა და პუტინის შეხვედრის დაწყებამდე ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგია. ირანი მოითხოვს, რომ კასპიის ზღვის ბუნებრივი წიაღისეული თანაბრად გაიყოს ჩამოთვლილ ხუთ ქვეყანას შორის. მას მხარს უჭერს თურქმენეთი.

მაგრამ რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, რომელთა ზღვისპირა ზოლები უფრო გრძელია, მოითხოვენ, რომ თითოეული ქვეყნის წილი დამოკიდებული იყოს სწორედ ამ ზოლების სიგრძეზე.

ორივე პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჰეიდარ ალიევმა მაღალი შეფასება მისცეს ხელმოწერილ შეთანხმებას.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კასპიის ზღვა მსოფლოში სიდიდით მესამე რეგიონია ნავთობისა და გაზის მარაგების თვალსაზრისით. მაგრამ ენერგომატარებლების ათვისებას წლების მანძილზე უშლიდა ხელს კასპიისპირა ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ზღვის სტატუსის თაობაზე.

მხარეებმა ამ დავაში ვერავითარ წინსვლას ვერ მიაღწიეს აპრილში გამართულ სამიტზე. რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ორმხრივი შეთანხმებებით ცდილობენ საკითხის მოგვარებას.

ყველაზე დაძაბული ვითარებაა ბაქოსა და თეირანს შორის, ვინაიდან ისინი ვერ თანხმდებიან სადაო ტერიტორიულ წყლებზე კასპიის ზღვაში. გასულ წელს ირანის სამხედრო კატარღებმა ცეცხლიც კი გაუხსნეს აზერბაიჯანის ნავთობსარეწ გემს, რომელიც ამ სადაო წყლებში იმყოფებოდა. ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო ფლოტი კასპიაში.

როგორც მთელი რიგი ექსპერტები მიიჩნევენ, მოსკოვსა და ბაქოს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი სერიოზული ნაბიჯია კასპიის ზღვის დანაწილების თაობაზე საბოლოო შეთახმების მიმართულებით. მათი აზრთ, ამ ეტაპზე შეთანხმება სადაო ტერიტრიებზე მუშაობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას.
XS
SM
MD
LG