Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა უკრაინას ახსნა-განმარტება მოსთხოვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა უკრაინას ახსნა-განმარტება მოსთხოვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,
რომ უკრაინამ ერაყს საჰაერო თავდაცვის რადარული დანადგარები მიჰყიდა. რობერტსონმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ვარშავაში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. სამშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გამოაცხადა, რომ უკრაინას უწყდება 54 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, სანამ ერაყთან გარიგების ყველა გარემოება გახდებოდეს ცნობილი. დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიქტორ მედვედჩუკმა უკუაგდო კიევის მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება. მან ამ ბრალდებებს უსაფუძვლო და უკრაინის ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციებით პროვოცირებული უწოდა. მედვედჩუკმა წინადადება წამოაყენა, უკრაინაში საერთაშორისო ექსპერტები გაიგზავნოს გამოძიების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG