Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ ინგუშეთში


რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ ინგუშეთში მომხდარ შეტაკებაში უკუაგდეს ჩეჩენი მეამბოხეების დიდი ჯგუფი.

რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ ინგუშეთში მომხდარ შეტაკებაში უკუაგდეს ჩეჩენი მეამბოხეების დიდი ჯგუფი.
თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის განცხადებით, სოფელ გალაშკის მახლობლად მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა 14 რუსი ჯარისკაცი, აგრეთვე 40 ჩეჩენი მეამბოხე. ცნობების თანახმად, თავდაპირველად ჩეჩენმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს რუსეთის ”მი-24” ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი, რის შედეგად დაიღუპა ორივე მფრინავი. საინფორმაციო სააგენტო ”როიტერსის” ცნობით, შვეულმფრენი სოფელ გალაშკიზე ჩამოვარდა. ლაპარაკია ჩეჩნეთის მოსაზღვრე რაიონზე. ცნობებში ნათქვამია აგრეთვე, რომ ბრძოლამ იფეთქა მას შემდეგ, რაც 100-ზე მეტმა ჩეჩენმა მეომარმა სცადა კონტროლის დამყარება ხიდებზე გალაშკიში, რათა ჩეჩნეთში გადასვლა მოეხერხებინა. როგორც ”როიტერსი” იუწყება, საბოლოოდ ჩეჩნები უკუაგდეს და მათზე საარტილერიო და საჰაერო იერიში მიიტანეს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების, აგრეთვე ტელევიზიის მიერ გავრცელებული ცნობით, მეამბოხეები ინგუშეთში რამდენიმე დღის წინ საქართველოდან შეიჭრნენ. ხუთშაბათსვე სერგეი ივანოვის მიერ გაკეთებული განცხადებით, რუსეთისთვის ცნობილია მორიგი თავდასხმების გეგმები და მოსკოვი მიიღებს ზომებს მათ აღსაკვეთად. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი” იუწყება, ივანოვი არ გამორიცხავს, რომ ინგუშეთში ჩეჩენი მეამბოხეების საქართველოდან შეჭრის ვერსიის დადასტურების შემთხვევაში, მისი სიტყვებით, ”რუსეთის ლიდერთა მოთმინების ფიალა აივსება”. ამასობაში საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოითხოვა. რუსეთს საქართველოს სასაზღვრო რეგიონის დაბომბვაზე ხელის აღებისაკენ მოუწოდა აგრეთვე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა. რობერტსონმა და რამსფელდმა ამ საკითხზე ისაუბრეს სერგეი ივანოვის თანდასწრებით, ვარშავაში ნატოს შეხვედრაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG