Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთისაგან მოითხოვს გარანტიას, რომ


საქართველო რუსეთისაგან მოითხოვს გარანტიას, რომ 13 ჩეჩენ ეჭვმიტანილს ჰუმანურად მოეპყრობიან,

საქართველო რუსეთისაგან მოითხოვს გარანტიას, რომ 13 ჩეჩენ ეჭვმიტანილს ჰუმანურად მოეპყრობიან,
თუ თბილისი მათ მოსკოვს გადასცემს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის, პაატა მსხილაძის განცხადებით, ეს მოთხოვნა ჩამოყალიბებულია წერილში, რომელიც დღეს გაეგზავნა რუსეთის გენერალურ პროკურორს. მსხილაძის სიტყვებით, საქართველო ასევე მოითხოვს გარანტიას, რომ დაკავებულებს არ გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს და რომ დაიცავენ მათ ყველა უფლებას. ლაპარაკია 13 მამაკაცზე, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა გასულ თვეში რუსეთის საზღვართან შეიპყრეს. რუსეთს 1996 წლიდან მორატორიუმი აქვს გამოცხადებული სიკვდილით დასჯაზე.
XS
SM
MD
LG