Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი არ ემხრობა გაეროს


რუსეთის პრეზიდენტი არ ემხრობა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებას.

რუსეთის პრეზიდენტი არ ემხრობა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებას.
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ემხრობა ერაყის კრიზისის მოკლე დროში, პოლიტიკური გზით მოგვარებას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უკვე მიღებული რეზოლუციების საფუძველზე. როგორც პუტინმა აღნიშნა: [პუტინის ხმა]”რუსეთ-ერაყის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჩვენ ვემხრობით ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ვითარების უმოკლეს დროში მოგვარებას პოლიტიკისა და დიპლომატიის მეთოდებით, გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე არსებული რეზოლუციების საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. გადაწყვეტილება, ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტების დაბრუნების შესახებ, საამისოდ ახალ შესაძლებლობას ქმნის.” ხოლო ჩინეთიდან მოსული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ მთავრობა სწავლობს ბრიტანეთის მთავრობის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ დოსიეს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მომზადებაზე. ჩინეთი ერაყში განიარაღების ექსპერტთა მალე დაბრუნებას ემხრობა. თავის მხრივ, ერაყი უმაღლესი რანგის დიპლომატებს აგზავნის უცხოეთში, რათა მხარდაჭერა მოიპოვოს მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის თავიდან ასაცილებლად. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯი საბრი თეირანში, ხოლო ვიცე-პრემიერი თარეკ აზიზი – თურქეთში უნდა ჩავიდეს.
XS
SM
MD
LG