Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში ისრაელის შვეულმფრენებმა დღეს


ღაზის სექტორში ისრაელის შვეულმფრენებმა დღეს რამდენიმე ჭურვი ესროლეს ავტომანქანას,

ღაზის სექტორში ისრაელის შვეულმფრენებმა დღეს რამდენიმე ჭურვი ესროლეს ავტომანქანას,
რის შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 2 და დაიჭრა 25 პალესტინელი. პალესტინელთა გასამხედროებული დაჯგუფება ”ჰამასის” პრესმდივან აბდულ აზიზ რანტისის განცხადებით, მოკლულები ”ჰამასის” წევრები იყვნენ. მან ისრაელი პალესტინელების ”ჟლეტაში” დაადანაშაულა: [რანტისის ხმა]”ისრაელი ყოველდღე ხოცავს ჩვენს ხალხს და ერთადერთი გამოსავალი, რაც გვრჩება, არის წინააღმდეგობის გაწევა. პალესტინელებს ისღა დარჩენიათ, იბრძოლონ, ეს არის ერთადერთი პასუხი ისრაელის მხრივ ტერორზე.” ამასობაში, მთელი დღით გადაკეტეს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი მას შემდეგ, რაც პალესტინელები ზედიზედ მეოთხე ღამე გავიდნენ ქუჩებში რამალაში, იასირ არაფატის შტაბ-ბინის ერთკვირიანი ალყის გამო პროტესტის გამოსათქმელად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა კი დღეს გაამართლა ალყა, რომელიც, მისი თქმით, აუცილებელია ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტების აღსაკვეთად. როდის მოეღება ბოლო ალყას, უცნობი რჩება, რაც არაფატმა უარი თქვა მის შტაბბინაში მყოფი 50 ეჭვმიტანილის ისრაელისათვის გადაცემაზე. შარონის განცხადების საგარეო-პოლიტიკური ფონია გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა, ბოლო მოეღოს არაფატის შტაბბინის ალყას.
XS
SM
MD
LG