Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებას, რომ


უკრაინის პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებას, რომ პირადად მან მოიწონა ერაყისათვის სარადარო სისტემის მიყიდვის გეგმა.

უკრაინის პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებას, რომ პირადად მან მოიწონა ერაყისათვის სარადარო სისტემის მიყიდვის გეგმა.
ლეონიდ კუჩმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯოფრი ჰუნს დაჰპირდა ინფორმაციის წარდგენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ კუჩმას არ გაუცია ასეთი განკარგულება. კუჩმა კიევში შეხვდა ბრიტანელ მინისტრს. ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანატოლი ზლენკომ გაეროს მიმართა თხოვნით, უკრაინაში გააგზავნოს ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან, რამდენად საფუძვლიანია შეერთებული შტატების მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს უკრაინას ერაყისათვის იარაღი აქვს მიწოდებული. ამის შესახებ ზლენკომ დღეს გაეროში განაცხადა, სადაც ცალ-ცალკე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს და უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს. მიმდინარე კვირაში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა დაადანაშაულეს ერაყისათვის სარადარო სისტემის მიყიდვის შესახებ განკარგულების გაცემაში. ვაშინგტონმა დროებით გაყინა უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი 54 მილიონი დოლარი.
XS
SM
MD
LG