Accessibility links

logo-print

იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის


იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის განცხადებით, 1995 წელს ხოცვა-ჟლეტა სრებრენიცაში უცხოელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა მოაწყვეს.

იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის განცხადებით, 1995 წელს ხოცვა-ჟლეტა სრებრენიცაში უცხოელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა მოაწყვეს.
ამის შესახებ მილოშეივჩმა გამოაცხადა გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე, სადაც გუშინ დაიწყო მისი სასამართლო პროცესის მეორე ეტაპი. ეს ეტაპი ეთმობა ბოსნიასა და ხორვატიაში მომხდარ დანაშაულებს. მილოშევიჩის თქმით, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა იყო ნაწილი შეთქმულებისა, რომელიც საფრანგეთის ჯაშუშებმა და ბოსნიის მუსლიმანმა ლიდერებმა მოაწყვეს, რათა მსოფლიოს სერბები შეაძულონ. პროკურორებმა მილოშევიჩს გუშინ წაუყენეს სრებრენიცაში რვა ათასამდე მუსლიმანის გაჟლეტასთან კავშირის ბრალდება.
XS
SM
MD
LG