Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი


შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობა ბოევიკებისაგან მთლიანად გაწმენდილია.

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობა ბოევიკებისაგან მთლიანად გაწმენდილია.
როგორც პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ნარჩემაშვილმა აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში მიმდინარე სპეცღონისძიებების დროს კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა და უშიშროებამ 17 მებრძოლი დააკავა, რომელთა შორის 3-4 აგვისტოს საზღვრის უკანონო დარღვევისათვის დაკავებული 13 ჩეჩენი და 4 ისლამური ქვეყნების მოქალაქე იქნა დაკავებული. ამასთან, ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე დარჩენილნი იყვნენ მებრძოლთა მცირე ჯგუფები, რომელთა დასაკავებლად აქტიური ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG