Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი


საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზემოქმედების ინსტრუმენტების გამოყენებას,

საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზემოქმედების ინსტრუმენტების გამოყენებას,
მათ შორის ეკონომიკური და შიდა სირთულეების მაქსიმალურად ამოქმედებას. როგორც პარასკევს, პარლამენტის სხდომაზე ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, ნაკლებად მოსალოდნელია სამხედრო დარტყმები იმ მძლავრი საერთაშორისო ბარიერის წარმოქმნის შემდეგ, რასაც რუსული მხარე არ ელოდა. მისი თქმით, უფრო მეტად გაძლიერდება ზეწოლა საქართველოს საერთაშორისო დისკრედიტაციის მიმართულებით და ეს უკვე დაიწყო კიდეც. რამდენჯერაც ინგუშეთში, დაღესტანსა თუ ჩეჩნეთში შეტაკება მოხდება, იქ რა თქმა უნდა, ვითომდაც პანკისში გაწვრთნილი და თბილისის ხელშეწყობით გაგზავნილი მებრძოლთა რაზმები აღმოჩნდებიან, - აღნიშნა მენაღარიშვილმა.
XS
SM
MD
LG