Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მიმდებარე


პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.
როგორც კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ზურაბ ტუშურმა განაცხადა, ჯერჯერობით იარაღის ზუსტი რაოდენობა და სახეობები ცნობილი არ არის, რადგან ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობს, თუმცა წინასწარი მონაცემებით, საუბარი უნდა იყოს რაკეტებსა და სხვა მსგავსი ტიპის იარაღებზე.პოლიციის უფროსი ვარაუდობს, რომ ეს იარაღი ვიღაცამ ცოტა ხნის წინათ მოიშორა, რადგან იგი ამ ტერიტორიაზე რომ ყოფილიყო, სამართალდამცავები ადრეც ნახავდნენ. დუმასტური სოფელ ხანაწნებთან ახლოს არის, ამ სოფლებში კი რამდენიმე დღის წინათ საკმაოდ დიდმასშტაბიანი სპეცღონისძიებები ჩატარდა.
XS
SM
MD
LG