Accessibility links

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა


პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა დღეს მოუწოდა პალესტინელებს, რომ გააგრძელოდ ინტიფადა

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა დღეს მოუწოდა პალესტინელებს, რომ გააგრძელოდ ინტიფადა
– აჯანყება ისრაელის წინააღმდეგ. არაფატის მოწოდება რატიოსატელეფონო კავშირით გადაეცა 20 ათასამდე პალესტინელს, რომლებიც ღაზის სექტორში შეიკრიბნენ ინტიფადის დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით. თავად არაფატი ისრაელის ჯარებს ჰყავთ ბლოკირებული მის რეზიდენციაში, ქალაქ რამალაში. პალესტინელთა ტერიტორიებზე გრძელდება შეტაკებები. ისრაელის ჯარებმა ღაზის სექტორში მოკლეს ორი პალესტინელი, სულ ცოტა 15 დაიჭრა. ინტიფადა 2000 წლის 28 სექტემბერს დაიწყო, როცა ისრაელის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა და მაშინდელმა ოპოზიციის ლიდერმა არიელ შარონმა იერუსალიმში მოინახულა სადაო ადგილი, რომელიც ებრაელებისთვისაც და მუსულმანებისთვისაც წმინდა ადგილად ითვლება. ორწლიანი ამბოხების მანძილზე 1800-ზე მეტი პალესტინელი და 600-მდე ისრაელი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG