Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლი რუსეთ-საქართველოს


საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლი რუსეთ-საქართველოს საზღვრის რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით გაძლიერდება,

საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლი რუსეთ-საქართველოს საზღვრის რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით გაძლიერდება,
განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონი ფირცხალაიშვილმა. კერძოდ, ჯონი ფირცხალაიშვილის თქმით, უახლოეს დროს ქართული არმიის შეიარაღებაში გაჩნდება უახლესი ტიპის საზენიტო რაკეტები, რომლებსაც უკრაინიდან ჩამოიტანენ. ამჟამად, რუსეთთან საზღვრის საჰაერო სივრცის კონტროლს ახორციელებს რამდენიმე ქართული მოიერიშე ჟó-25, თქვა მან. ჯონი ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობის განმტკიცების მიზნით ავიაცია ყოველდღიური სასწავლო ფრენებს ახორციელებს. მისი თქმით, ასეთი სასწავლო ფრენები თბილისის თავზე პარასკევს განხორციელდა.
XS
SM
MD
LG