Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ კონგრესი მალე მიიღებს ძლიერ რეზოლუციას,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ კონგრესი მალე მიიღებს ძლიერ რეზოლუციას,
რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გახდის შესაძლებელს. ეს ბუშმა დღეს განაცხადა ერისადმი ყოველკვირეულ რადიომიმართვაში. [ბუშის ხმა] ”კონგესის წევრები ორივე პარტიიდან, რომელთაც ამ კვირაში შევხვდი, აქტიურად უჭერენ მხარს შეერთებული შტატების ლიდერობას ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე დიდად ვაფასებ იმას, თუ როგორ უდგებიან ამ სასიცოცხლო საკითხს კონგრესის წევრები. ჩვენ წინ მივიწევთ, ვუახლოვდებით შეთანხმებას და მალე ერთი ხმით ვილაპარაკებთ”. ბუშის თქმით, კონგრესის რეზოლუცია მესიჯი იქნება მსოფლიო თანამეგობრობისთვის, რომ შეერთებული შტატები მარტო იმოქმედებს საჭიროების შემთხვევაში. რეზოლუციის პროექტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ძირითადი მოთხოვნაა ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის არსენალის სრული მოსპობა.
XS
SM
MD
LG