Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი


საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ კიშინოვში, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა დაგეგმილი შეხვედრა

საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ კიშინოვში, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა დაგეგმილი შეხვედრა
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების იმპულსი შეიძლება გახდეს. საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ,,ჩარჩო” ხელშეკრულების მომზადებისა და სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შესაძლოა განახლდეს. მისი თქმით, ამ საკითხებზე მოლაპარაკებათა პროცესი დღეისათვის, შეჩერებულია, ,,თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობას ჯერ არ გამოუთქვამს მხარდაჭერა იმ მოწოდებებისადმი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოსთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გაისმა”. ,,მოლაპარაკებათა პროცესის შეჩერება უპერსპექტივოა, რამდენადაც ასეთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება”, ამდენად ფედერაციის მესვეურთა კეთილგონიერების იმედიღა რჩება, - აღნიშნა მან.
XS
SM
MD
LG