Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში რუსეთის ჯარები ეძებენ ჩეჩენ


ინგუშეთში რუსეთის ჯარები ეძებენ ჩეჩენ მებრძოლთა დიდ რაზმს, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამი დღის წინათ გამოჩნდა.

ინგუშეთში რუსეთის ჯარები ეძებენ ჩეჩენ მებრძოლთა დიდ რაზმს, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამი დღის წინათ გამოჩნდა.
რუსეთის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, გუშინდლიდან მოყოლებული შეიარაღებული შეტაკებები არ მომხდარა. სააგენტო იტარ ტასის ცნობით, ჩეჩენთა ძირითადი ნაწილი კვლავაც იმყოფება ინგუშეთის სოფელ გალაშკის რაიონში, ტყიან მთებში. მათ განუწყვეტლივ უშენენ საარტილერიო ცეცხლს. ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნებმა 70-მდე მეომარი დაკარგეს. რუსეთის ქვეგანაყოფებმა – 17. დაჭრილია 11 სამხედრო. ჯარებმა მთლიანად გადაკეტეს სოფლები არშტი და ჩემულგა. მათში საპასპორტო რეჟიმის შემოწმება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG