Accessibility links

logo-print

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი იტყობინება, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე პატრულირებას შეუდგნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი იტყობინება, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე პატრულირებას შეუდგნენ
სუ-25 ტიპის საქართველოს სამხედრო თვითმფრინავები. ამას გარდა, მისი სიტყვებით, უახლოეს დროში უკრაინა საქართველოს მიაწვდის საზენიტო რაკეტებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე განლაგდება. უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ იტოვებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენთა შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების განხორციელების უფლებას. პარასკევს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პანკისის ხეობაში დასასრულს უახლოვდება საქართველოს ჯარების სპეცოპერაციის აქტიური ფაზა. მათი თქმით, იქ უკვე აღარ დარჩნენ ჩეჩენთა მსხვილი რაზმები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს ეჭვი ეპარება ამ განცხადების სისწორეში.
XS
SM
MD
LG