Accessibility links

logo-print

ისრაელი აცხადებს, რომ ჯარები და


ისრაელი აცხადებს, რომ ჯარები და ტანკები გაიყვანა პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის შტაბ-ბინიდან,

ისრაელი აცხადებს, რომ ჯარები და ტანკები გაიყვანა პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის შტაბ-ბინიდან,
რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში მდებარეობს. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარები კონტროლს შეინარჩუნებენ არაფატის შტაბ-ბინის გარშემო ტერიტორიებზე, რათა არ დაუშვან პალესტინელი ტერორისტების გაქცევა, რომლებიც შტაბ-ბინას აფარებენ თავს. რეზიდენციაში 200-მდე ადამიანი იმყოფება. არაფატის შტაბ-ბინის ბლოკადა ათი დღის წინათ დაიწყო, თელ-ავივში მომხდარი მსხვილი ტერაქტის შემდეგ. ამ დროის მანძილზე შტაბ-ბინის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყველა შენობა დანგრეულ იქნა. ისრაელის მოქმედება მწვავედ გააკრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა. არაფატი ისრაელს ბრალს სდებს საერთაშორსო აზრის მანიპულირებაში. მისი თქმით, ისრაელის ჯარებს არ დაუტოვებია მისი რეზიდენცია, ისინი მხოლოდ გადაჯგუფდნენ. მიუხედავად ამისა, მან პირველად დატოვა რეზიდენცია უკანასკნელი ათი დღის მანძილზე.
XS
SM
MD
LG