Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პანკისი მთლიანად


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პანკისი მთლიანად გაწმენდილია უცხოელთა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პანკისი მთლიანად გაწმენდილია უცხოელთა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან.
ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ე.წ. “პანკისის პრობლემა” აღარ არსებობს. ამჟამად კრიმინალური ელემენტების ძებნა-დაკავების მიზნით ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს, აღნიშნა შევარდნაძემ. მისივე თქმით, პოლიცია და შინაგანი ჯარები პანკისს მთლიანად აკონტროლებენ და არ დაუშვებენ იქ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG