Accessibility links

logo-print

ვერავითარი ქართული ავიაცია და სახმელეთო


ვერავითარი ქართული ავიაცია და სახმელეთო ჯარები ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთის სამხედრო აგრესიას, თუ იგი დაიწყო,

ვერავითარი ქართული ავიაცია და სახმელეთო ჯარები ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთის სამხედრო აგრესიას, თუ იგი დაიწყო,
განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ამავე დროს, შევარდნაძეს “წარმოუდგენლად” მიაჩნია, რომ მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა საქართველოს დაბომბვის გადაწყვეტილება მიიღო; თანაც მაშინ, როცა “პანკისის პრობლემა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია”. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის აგრესიული განცხადებები და პუბლიკაციები ეჭვს ბადებს, რომ ყველაფერი ეს მიმართულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სხვა პროექტების ჩაშლისკენ.
XS
SM
MD
LG