Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თავშეყრაზე კალინინგრადის საკითხს განიხილავენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 30 სექტემბერს ბრიუსელში ევროპის კავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ ყოველთვიურ შეხვედრაზე ზაფხულის არდადადგების შემდეგ სამ მთავარ საკითხს განიხილავენ.

ესენია: კალინინგრადი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და კავშირის გაფართოება. კავშირის წევრებს არცერთ ამ საკითხეზე ერთიანი აზრი არ გააჩნიათ.

ევროპის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, (ამ პირის თხოვნით, მისი ახელი არ მოგვყავს) ორგანიზაციის გაფართოებამდე საჭიროა გადაიჭრას პრინციპული საკითხები, მათ შორის: რამდენი ხმა ექნებათ ახალ წევრებს, რამდენი ადგილი ექნებათ ევროპის პარლამენტში გაფართოებასა და იმ მომენტს შორის: როცა ძალაში შევა ე.წ “ნიცის ხელშეკრულება”, რომელიც გაფართოეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.

დღესდღეობით პრობლემა თვით “ნიცის ხელშეკრულებაა”. ირლანდია კავშირის ერთადერთი წევრია, რომელმაც ჯერჯერობით არ მოახდინა მისი რატიფიკაცია და რომლის მთავრობამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საჭიროა მეორე რეფერენდუმის ჩატარება (ის 19 ოქტომბრისთვის არის დანიშნული). ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ირლანდიელ ამომრჩეველთა შორის მხოლოდ 37 პროცენტი აპირებს მისცეს ხმა რატიფიკაციას.

ევროპის კავშირის საჯარო განცხადებით, თუ ირლანდია არ მოახდენს რატიფიკაციას, კავშირს დიდი სიძნელეები ელის.

კიდევ ერთი პრობლემაა ახალი წევრების ფინანსური მდგომარეობა. არის აზრი, რომ ზოგიერთი მათგანი წევრობის პირველი წლის განმავლობაში – 2004 წელს – უარეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე 2003-ში.

საგარეო საქმეთა მინისტრების სადილზე ტრადიციულად ირჩევა დღის წესრიგის ყველაზე დელიკატური საკითხები. ამჯერად მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ახლო აღმოსავლეთი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მინისტრებმა უნდა გადაჭრან საკითხი, როგორ უნდა იქნეს შენარჩუნებული სასამართლოს ხელშეუხებლობა და იმავე დროს გათვალიწინებულ იქნეს შეერთებული შტატების მოთხოვნები. ვინაიდან ამ საკითხის გარშემო აზრთა დიდ სხვადასხვაობას აქვს ადგილი, ორგანიზაცია არ შეიმუშავებს ერთობლით პოზიციას იმის თაობაზე, დაიშვება თუ არა ორმხრივი გამონაკლისი შეთანხმებები შეერთებულ შტატებთან და ეთანადება თუ არა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიულ სტატუსს. როგორც ჩანს, ისინი დაადგენენ ე.წ. – “მინიმალურ სტანდარტებს” იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოინდომებენ შეერთებულ შტატებთან ამგვარი შეთანხმების გაფორმებას.

დღის წესრიგის მესამე პუნქტია დამოკიდებულება რუსეთის კალინინგრადის ოლქის მიმართ.

ორი კვირის წინ ევროპის საბჭოს კომისიამ შესთავაზა მოსკოვს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ხშირად მგზავრობს, ე.წ. “კალინინგრადის საშვი”, რომელიც უდრის მრავალჯერად ვიზას. საშვი ძალაში იქნება რუსეთის შინაგანი პასპორტის თანხლებით 2004 წლამდე, შემდეგ კი მგზავრებს მოეთხოვებათ საზღვარგარეთული პასპორტი.

ეს წინადადება არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა. არც კომისიიმ ყველა წევრია ამ შეთავაზებით კმაყოფილი. ისინი თვლიან, რომ ის სცდება შენგენის შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს.

მეორე მხრივ, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი რუსეთის მიმართ უფრო მეტი დათმობებისთვის არიან მზად. მათ მოითხოვეს, რომ ევროპის კავშირმა, რაც შეიძლება სწრაფად დაადგინოს კალინიგრადსა და საკუთრის რუსეთს შორის სწრაფი სარგინიგზო ხაზის შექმნის შესაძლებლობა. ეს მისცემს კალინინგრდელებს ლიტვის უვიზოდ გადაკვეთის საშუალებას.

ამ კონტექსტში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის, რომ რუსეთის მოქალაქეობის მსურველ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მცხოვრებთ, მოსკოვი ორ კვირაში უფორმებს რუსეთის პასპორტს.

მთავარი თემების პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაატარებენ წინაწარ, ასე ვთქვათ “საორიენტაციო დებატებს” იმის თაობაზე, თუ როგორ დამოკიდებულებაში უნდა იყოს გაფართოებული ევროპის კავშირი ახალ მეზობლებთან – იუგოსლავიასთან, მოლდავეთთან, უკრაინასა და ბელორუსიასთან.

კიდევ ერთი გადაუჭრელი საკითხია კავკასიის მიმართ ევროპის კავშირის მომავალი დამოკიდებულება
XS
SM
MD
LG