Accessibility links

logo-print

ამიერკავკასიაში განთავსებული რუსეთის საჯარისო დაჯგუფების


ამიერკავკასიაში განთავსებული რუსეთის საჯარისო დაჯგუფების 7 მსუბუქი ავტომანქანისა და ერთი ავტობუსისგან შემდგარი კოლონა,

ამიერკავკასიაში განთავსებული რუსეთის საჯარისო დაჯგუფების 7 მსუბუქი ავტომანქანისა და ერთი ავტობუსისგან შემდგარი კოლონა,
რომელიც მე-12 სამხედრო ბაზის შემაჯამებელი შემოწმების მიზნით თბილისიდან ბათუმში მიდიოდა, დაახლოებით 15 საათიდან ქართველი სამხედროების მიერ არის ბლოკირებული ქუთაისის მახლობლად. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან პრაიმ-ნიუსს აცნობა რუსეთის საჯარისო დაჯგუფების პრესსამსახურის უფროსმა ალექსანდრ ლუცკევიჩმა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მივიდა პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში თემურ შაშიაშვილი. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ჩეჩენი მებრძოლებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისთვისო, განაცხადა ალექსანდრ ლუცკევიჩმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ლუცკევიჩმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ინფორმირებული იყო მოსალოდნელი გადაადგილების შესახებ, მაგრამ თავდაცვის სამინისტროდან თანხმობა არ მოსულა ყოველგვარი განმარტების გარეშე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსის ჯონი ფირცხალაიშვილის განმარტებით, კანონის თანახმად, ასეთი გადაადგილებისთვის რუსმა სამხედროებმა ნებართვა უნდა აიღონ.
XS
SM
MD
LG