Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7-9 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა უკრაინის


7-9 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ შკიდჩენკო.

7-9 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ შკიდჩენკო.
როგორც პრაიმ-ნიუსის სააგენტო უკრაინაში საქართველოს ელჩზე, გრიგოლ ქათამაძეზე დაყრდნობით იტყობინება, ეს ვიზიტი დიდი ხნის წინათ იყო დაგეგმილი. ელჩის თქმით, უკრაინის სამხედრო დელეგაციის სტუმრობა უკავშირდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას, რაც გაისისთვის არის ნავარაუდევი. ქათამაძემ აღნიშნა, რომ არ გააჩნია ინფორმაცია, განიხილება თუ არა ამ ვიზიტისას უკრაინის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საზენიტო რაკეტების გადაცემის საკითხი. გასულ შაბათს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა საქართველოს მიაწვდის საზენიტო რაკეტებს, რომლებიც ჩრდილოეთის საზღვარზე განლაგდება.
XS
SM
MD
LG