Accessibility links

წარსულის გააზრება პოსტკომუნისტურ და დასავლეთის ქვეყნებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გადაცემის დასასრულს გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ

პროგრამას “ათასწლეულთა მიჯნაზე”. მისი რამდენიმე გამოშვება ეხებოდა ყოფილი კომუნისტური და დასავლეთის ქვეყნებისა მიერ საკუთარი წარსულის ბნელი ფურცლების გააზრებისა და აღიარების თემას. ამ ციკლის ბოლო გადაცემას ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუვთმობთ.

დღეს ამერიკელები სამართლიანად ამაყობენ თავიანთი პოლიტიკური სისტემით. უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია დაუფარავად ტარდება დისკუსიები მათი ისტორიის უარყოფითი მომენტებისშესახებ – იქნება ეს შავკანიანთა მონობა, რასიზმი თუ კონტინენტის მკვიდრი ინდიელების განდევნა მათი მიწა-წლიდან.

მიმდინარე წლის მაისში ალაბამის შტატში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 71 წლის ბობი ფრენკ ჩერის, თეთრკანიანთა ავადსახსენებელი ორგანიზაცია კუ-კლუქს-კლანის ყოფილ წევრს, იმისთვის რომ 40 წლის წინათ მან, მონაწილება მიიღო ეკლესიის აფეთქებაში, რომელშიც 4 შავკანიანი გოგონა დაიღუპა.

როგორც პროკურორმა დაგ ჯონსმა თქვა, განაჩენი მიანიშნებს, რომ ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და შეურიგდებით უდანაშაულო ადამიანების მკვლელობასო.

მაგრამ ამერიკაში ეს ყოველთვის ასე არ იყო. ამერიკელი ინდიელების მიმართ ჩადენილი უსამართლობის შესახებ მხოლოდ ახლახან დაიწყეს ლაპარაკი.

ვაშინგტონის ამერიკის ინსტიტუტის ისტორიის პროფესორის ალან ლიხტმანის თქმით, ევროპიდან ამერიკაში გადასახლებული კოლონისტები ინდიელებს ველურებად აღიქვამდნენ. ის, რომ ინდიელები წარმართები იყვნენ, ქრისტიანი ევროპელების თვალში მათ მიერ არჩეული მიწებიდან მკვიდრი მოსახლების აყრას ამართლებდა.

1830 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა გასცა განკარგულება ჩეროკის ტომის ინდიელების დასავლეთისკენ, შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ გაძევების შესახებ. 14 ათასი ინდიელიდან გზაში 4 ათასი დაიღუპა. (დღეს ამ გადასვლას “ცრემლების მარშს” უწოდებენ).

შემდეგ, როცა შეერთებულმა შტატებმა თავისი ტერიტორიები გააფართოვა დასავლეთის მიმართულებით, ინდიელები იმ მიწებიდანაც გააძევეს. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ინდიელები ე.წ. “რეზერვაციებში” – უზარამაზარ, ხშირად უნაყოფო ტერიტორიებზე – შეყარეს.

250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე-17 საუკუნის დამდეგიდან, ბრიტანელი კოლონისტები დასავლეთი აფრიკიდან ჩამოყვანილი შავკანიანი მონების შრომას იყენებდნენ.

მონობა მხოლოდ 1865 წელს გაუქმდა, 4 წლიან სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის შტატების გამარჯვების შემდეგ.

მაგრამ თავისუფლებას ამერიკელი შავკანინებისთვის თანასწორობა არ მოუტანია. სამხრეთ შტატებში, სადაც მათი უმრავლესობა ცხოვრობს, 1950-იან წლებამდე სეგრეგაციის წესები მოქმედებდა. შავკანიანებს არ ჰქონდათ იმ რესტორანში ჭამის, იმ საზოგადოებრივ ტუალეტში შესვლის, იმ სასტუმროში ცხოვრების თუ იმ სკოლაში სიარულის უფლება, რომლებითაც თეთრკანიანები სარგებლობდნენ.

1955 წლის 1 დეკემბერს შავკანიანმა ქალმა როზა პარკსმა, ქალაქ მონტგომერიდან გადაწყვიტა, აღარ დამორჩილებოდა სეგრეგაციას. საზოგადოებრივ ავტობუსში მან უარი თქვა თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილის დათმობაზე, როგორც ამას ადგილობრივი კანონი მოთხოვდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მონტგომერი სწორედ ის ქალაქია, რომელშიც, ამ შემთხვევიდან 8 წლის შემდეგ, ზემოთ ხსენებული ინციდენტი მოხდა – ეკლესიაში აფეთქების შედეგად 4 შავკანიანი გოგონა დაიღუპა.

ითვლება, რომ როზა პარკსის გამომწვევი საქციელით დაიწყო შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობა.

მანამდე კი თანასწორობა პრაქტიკულად გამოვლინდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა შავი და თეთრი ამერიკელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ ნაცისტების წინააღმდეგ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათ კიდევ უფრო მწვავედ იგრძნეს უთანასწორობა.

ვინაიდან თეთრი და შავი ამერიკელები სხვადასხვა უბნებში ცხოვრობდნენ, მანადე არც თეთრებს ჰქონდათ სავსებით გააზრებული შავი თანამემამულეების ცხოვრების პირობები.

კონგრესი, საბოლოო ჯამში, გამოეპასხა სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის მოთხოვნებს. 1964 წელს მიღებულ იქნა სამოქალაქო უფლებების აქტი, რომელიც კრძალავს დისკრიმანციას რასის, რელიგიის, სქესისა და ეროვნულ საფუძველზე. 1965 წელს მიღებულ იქნა ამომრჩეველთა უფლებების აქტი. ამ დოკუმენტმა გააუქმა მრავალი შეზღუდვა, რომლებიც სამხრეთის შტატებში შავკანიანებისთვის მოქმედებდა.

საზოგადოების ნაწილი დიდხანს ვერ ურიგდებოდა იდეას, რომ შავკანიანები და ინდიელები ინტელექტით თეთრებს არ ჩამოუვარდებიან, რომ მათ ისეთივე უფლებები ეკუთვნით, როგორც თეთრკანიან მოსახლეობას.

სამოქალაქო უფლებებისთვის დამცველთა დემონსტრაციებს ხშირად პოლიციელები უსწორდებოდნენ. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პირობას დებდა, რომ არასოდეს დაუშვებდა სახელმწიფო სკოლებში თეთრი და შავი ბავშვების ერთად ყოფნას. კუ-კლუქს-კლანი შავკანიანი მოსახლეობის ტერორიზებას ცდილობდა.

სამოქალაქო უფლებების მოძრაობამდე, ამერიკის მედიაში, რომელიც თეთრების ხელში იყო, შავებისა და ინდიელების მდგომარეობას თითქმის არ აშუქებდნენ. კინო- და ტელეინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ეს მდგომარეობა შეიცვალა.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის ლეო რიბუფოს თქმით, მედია ნებისმიერ ეპოქაში აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს. მაგალითად 1852 წელს ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს რომანმა “ბიძია თომას ქოხი”, რომელიც ამერიკელი მონების დუხჭირ ცხოვრებას აღწერდა, გააქტიურა მოძრაობა მონობის წინააღმდეგ. 100 წლის შემდეგ იგივე გააკეთეს ამერიკულმა გაზეთებმა.

მას შემდეგ, რაც შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობას წარმატება ხვდა, სხვა ჯგუფებმაც, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი არიან ინდიელები, დაიწყეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და მსგავს შედეგებს მიაღწიეს.

ცრასობრივი წინასწარშეგონება და სიძულვილი სავსებით აღმოფხვრილი არ არის. მაგრამ მთავრობა განაგრძობს უმცირესობათა დასახმარებელი პროგრამების გატარებას. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა “დადებითი აქცია”, “affirmative action” , რომელიც მოუწოდებს სამთავრობო და კერძო ორგანიზაციებს, დასაქმებისა და განათლების სისტემებში უმცირესობებს მიანიჭონ პრიორიტეტი.
XS
SM
MD
LG