Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხად, რომ მას სჭირდება მოქმედების თავისუფლება სადამ ჰუსეინთან დაკავშირებით.

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხად, რომ მას სჭირდება მოქმედების თავისუფლება სადამ ჰუსეინთან დაკავშირებით.
ბუშის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ ამერიკის ადმინისტრაციისთვის მისაღები იქნება, თუკი ჰუსეინს თავისი ხალხი გააძევებს ან მოკლავს. მისი თქმით რეჟიმის შეცვლა მისასალმებელია, როგორი ფორმითაც არ უნდა მოხდეს ეს.
ამერიკის კანონი უკრძალავს ამერიკელებს უცხო სახელმწიფოს ლიდერის მოკვლას.
ბრიტანეთის პრემიერმა ლეიბორისტული პარტიის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერაყს ულტიმატუმი უნდა წაუყენოს,რომ თუკი არ განიარაღდება, მას თავს დაესხმიან.
გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებმა კერძო შეხვედრა მოაწყვეს და ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტს ამუშავებდნენ.
XS
SM
MD
LG