Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ქაშმირის შტატში დღეს სულ


ინდოეთის ქაშმირის შტატში დღეს სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ტერაქტების სერიის შედეგად.

ინდოეთის ქაშმირის შტატში დღეს სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ტერაქტების სერიის შედეგად.
ქალაქ ჯამუში აფეთქდა ავტობუსი, რომელშიც ინდუისტი მლოცველები იმყოფებოდნენ. ორი ადამინი დაღუპა და 18 დაიჭრა. პოლიციის ცნობით, ოთხი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დღესვე ქალაქ სრინაგარის გარეუბანში ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ინდოეთის ხუთი სამხედრო მოსამსახურე. შტატის ჩრდილოეთში ისლამისტმა მებრძოლებმა მოკლეს მმართველი პარტიის, ეროვნული კონგრესის, სამი აქტივისტი. ორი დღის განმავლობაში ისლამისტი სეპარატისტების მიერ მოწყობილი ტერაქტებისა და თავდასხმების შედეგად 20 კაცზე მეტი დაიღუპა. სეპარატისტები ცდილობენ ჩაშალონ შტატის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები.
XS
SM
MD
LG