Accessibility links

logo-print

საფრანგეთს ყირგიზეთიდან გაჰყავს თავისი სამხედრო


საფრანგეთს ყირგიზეთიდან გაჰყავს თავისი სამხედრო ნაწილები. იქ განლაგებულმა საფრანგეთის ჯარებმა

საფრანგეთს ყირგიზეთიდან გაჰყავს თავისი სამხედრო ნაწილები. იქ განლაგებულმა საფრანგეთის ჯარებმა
უკვე დაასრულეს თავიანთი მისია ავღანეთის ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, იტყობინება საფრანგეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელი. ერთი კვირის განმავლობაში ყირგიზეთიდან შინ დაბრუნდება საფრანგეთის 400-მდე სამხედრო მოსამსახურე. რეიტერის სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ”მირაჟის” ტიპის რამდენიმე გამადგურებელმა უკვე დატოვა ბიშკეკის მახლობლად მდებარე ”მანასის” აეროპორტი. მათ შეცვლიან ეფ-16-ის ტიპის გამანადგურებლები ნორვეგიიდან, დანიიდან და ნიდერლანდებიდან.
XS
SM
MD
LG