Accessibility links

კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში მაშქაცარას


კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში მაშქაცარას მჟავე წყლებთან რუსული და აფხაზური ძალების სერიოზული კონცენტრაცია შეინიშნება.

კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში მაშქაცარას მჟავე წყლებთან რუსული და აფხაზური ძალების სერიოზული კონცენტრაცია შეინიშნება.
ამის შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ლონდერ ცაავამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ტერიტორიებზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გარკვეული რაოდენობა ადრეც იყო დაფიქსირებული, თუმცა ამჯერად სამხედროების რაოდენობა აღწევს დაახლოებით ათას კაცს, რომელთა უმეტესობა რუსები არიან. ცაავას თქმით, სამხედროებთან თითქმის დღეგამოშვებით ჩამოდიან მაღალი ჩინის რუსი ოფიცრები. აღნიშნულ ტერიტორიებზე მობილიზებული ჯარისკაცების მოქმედებები შეიძლება პირდაპირ სწავლებებად არ ჩაითვალოს, მაგრამ არის სერიოზული მზადება. ამასთან, ხშირია უმისამართო სროლები ავტომატური იარაღებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან, - განაცხადა ცაავამ.
XS
SM
MD
LG