Accessibility links

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგელთა პალატის


შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგელთა პალატის მაღალი რაგის წევრების თქმით, მიღწეულია შეთანხმება რეზოლუციის თაობაზე,

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგელთა პალატის მაღალი რაგის წევრების თქმით, მიღწეულია შეთანხმება რეზოლუციის თაობაზე,
რომელიც ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გახდის შესაძლებელს. დემოკრატების ლიდერმა რიჩარდ გეფჰარდტმა პრეზიდენტ ბუშთან მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ ერაყის პრობლემა ჯერ დიპლომატიური, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალით უნდა გადაიჭრას. ბუშმა წარმომადგენელთა პალატას და სენატს მოუწოდა რეზოლუციის მიღებისკენ, რომელიც ბაღდადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას მისცემს მას. რეზოლუციის თაობაზე დებატები მომავალ კვირაში გაიმართება კონგრესში. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ტომ დეშლმა იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციას ორივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაუჭერენ მხარს. [დეშლის ხმა] სენატში ჯერ კიდევ მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტის განხილვა. პრეზიდენტმა ბუშმა მოიწონა კონგრესში მიღწეული შეთანხმება.
XS
SM
MD
LG