Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონის


ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონის ვარაუდით, ახლო მომავალში კავკასია მორიგ დესტაბილიზაციას და რყევას ვერ ასცდება.

ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონის ვარაუდით, ახლო მომავალში კავკასია მორიგ დესტაბილიზაციას და რყევას ვერ ასცდება.
ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო საგენტო ”მედია-მაქსი” ნატოს პრესსამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, რობერტსონმა ეს განცხადება გააკეთა ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც ნატოს პრაღის სამიტის საკითხები განიხილეს. რობერტსონის სიტყვებით ”კავკასია, შუა აზია, ჩრდილოეთი აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი არასტაბილურობის პოტენციური კოქტეილია, ვინაიდან ყველა ამ რეგიონს პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეები ახასიათებს.” მისივე შეფასებით, ეს რეგიონები საბოლოოდ სწორ გზაზე გავლენ, მაგრამ, როგორც რობერტსონმა აღნიშნა, ”ყველაზე თავგამოდებული ოპტიმისტი თუ იტყოდა, რომ ეს პროცესი სერიოზული რყევების გარეშე ჩაივლის”.
XS
SM
MD
LG