Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ემხრობა ერაყში განიარაღების


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ემხრობა ერაყში განიარაღების ექსპერტების დაბრუნებამდე გაეროს ახალი, უფრო მკაცრი შინაარსის რეზოლუციის მიღებას,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ემხრობა ერაყში განიარაღების ექსპერტების დაბრუნებამდე გაეროს ახალი, უფრო მკაცრი შინაარსის რეზოლუციის მიღებას,
მაშინ როცა რუსეთი და საფრანგეთი ეწინააღმდეგებიან ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების დამშვები ნებისმიერი რეზოლუციის დამტკიცებას. ბლერის განცხადებით, რეზოლუციამ განიარაღების ექსპერტებს ყველა ობიექტის დაუბრკოლებლად დათვალიერების შესაძლებლობა უნდა მისცეს: [ბლერის ხმა] ”მსოფლიო მოითხოვს, რომ სრულად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოწმდეს ერაყის სამხედრო ობიექტები. გვჭირდება გაეროს ახალი, მძლავრი რეზოლუცია და მასზე დისკუსია ამ ეტაპზე აუცილებელია. და ჩვენ მასზე მუშაობას განვაგრძობთ.” მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაეროს ახალ რეზოლუციაში ძალის გამოყენების დაშვება არ იქნებოდა კონსტრუქციული ნაბიჯი. გაეროს ახალი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა აგრეთვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილეპანი.
XS
SM
MD
LG