Accessibility links

logo-print

შეიარაღებულმა პირმა ჰაერში ისროლა გაეროს


შეიარაღებულმა პირმა ჰაერში ისროლა გაეროს შენობასთან, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა მისი დაკავება.

შეიარაღებულმა პირმა ჰაერში ისროლა გაეროს შენობასთან, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა მისი დაკავება.
ცნობების თანახმად, არავინ დაშავებულა. ნიუ-იორკიდან მოსული ინფორმაციით, უცნობი პირი გაეროს ეზოს ღობეს გადაახტა და პისტოლეტით რამდენიმეჯერ ისროლა ჰაერში. გაეროს პრეს-მდივნის განცხადებით, ტყვიები მოხვდა გაეროს შენობის მე-18 და მე-20 სართულებს. სროლა ატყდა გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის საკითხზე დისკუსიების მსვლელობაში. უკავშირდება თუ არა ინციდენტი ამ დისკუსიებს, ჯერ-ჯერობით უცნობია. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეიარაღებულმა პირმა ჯერ პროკლამაციები გაფანტა, რომელშიც ლაპარაკია ჩრდილოეთი კორეის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე.
XS
SM
MD
LG