Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით,
აშშ მზად არის, ფინანსური დახმარება გაუწიოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას. როგორც მენაღარიშვილმა აღნიშნა, თბილისში იმედი აქვთ, რომ შეერთებული შტატების ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სტამბულის შეთანხმებების დროულად შესრულებას. ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ ევროკავშირი საქართველოსათვის გრანტებისა და კრედიტების გამოყოფას არ უკავშირებს ბრიტანელი ბიზნესმენის, პიტერ შოუს გათავისუფლების მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG