Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელ


გაეროს განიარაღების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელ ჰანს ბლიქსისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორ მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით,

გაეროს განიარაღების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელ ჰანს ბლიქსისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორ მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით,
მათ გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყებას, მაგრამ, მათივე თქმით, ისინი მზად არიან, დაელოდნენ განიარაღების ექსპერტთა მისიის თაობაზე უშიშროების საბჭოში ერთიანი პოზიციის შემუშავებას. ამ განცხადების გაკეთებამდე, მათ გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნეს ერაყთან ინსპექციების განახლების თაობაზე მიღწეული შეთანხმება. მაგრამ ვაშინგტონი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს გაეროსა და ერაყს შორის ამჟამად მოქმედ შეთანხმებას და მოითხოვს ახალი რეზოლუციის მიღებას, რის შესახებაც უშიშროების საბჭოში განხეთქილება სუფევს. ხოლო როგორც ელ ბარადეიმ თქვა, მან და ბლიქსმა უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ ექსპერტთა მისიას მუშაობის დაწყებამდე უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერა ესაჭიროება. ხვალ ჰანს ბლიქსი ვაშინგტონში მიემგზავრება ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG