Accessibility links

logo-print

არჩევნების შედეგის წინასწარმეტყველება ყოველთვის ადვილი როდია


ანდრო ეული, პრაღა ევროპას საარჩევნო ციებ-ცხელება მოედო. ამ კვირის ბოლოს არჩევნები მოეწყობა ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ლატვიაში. სულ მალე, ირლანდიელებმა უნდა გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება

რეფერენდუმზე, ნიცის ხელშეკრულების მიმართ, რასაც საყოველთაო არჩევნები მოჰყვება წლის ბოლოს თურქეთსა და ავსტრიაში. უკანასკნელ კვირეებში, არჩევნები, სლოვაკეთში, სერბიაში, გერმანიში, შვეციასა და მაკედონიაშიც გაიმართა.


ამ არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, მას მედია, როგორც წესი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებს, რომელი პარტია თუ კანდიდატი გამოვა არჩევნებში გამარჯვებული. თუმცა ამგვარი გამოკითხვის შედეგი ყოველთვის როდია ზუსტი, და ხშირად სიურპრიზითაც მთავრდება არჩევნების დღეს.

მაგალითად სერბიაში, გასული კვირის ბოლოს, ნაციონალისტმა კანდიდატმა ვოისლავ შეშელმა თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო იმასთან შედარებით, რასაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უწინასწარმეტყველებდა.

სლოვაკეთში, გასულ თვეს, პრემიერ-მინისტრის, მიკოლას ძურინდას პარტიამ გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უწინასწარმეტყველებდა, ხოლო სლოვაკეთის კომპარტიამ, ყველასათვის მოულონელად, პირველად, კომუნიზმის დამხობის შემდეგ, ადგილები მოიპოვა ქვეყნის პარლამენტში.

სლოვაკეთსა და სერბიაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, თავისი მოულოდნელობით არაფერია იმის ფონზე, 1992 წელს რომ მოხდა ბრიტანეთში, როცა ჯონ მეიჯორის კონსერვატიულმა პარტიამ გააქარწყლა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროგნოზი და მწარე დამარცხება აგემა ლეიბორისტებს. ჩამოთვლილი მაგალითები ცხადყოფს, რაოდენ არასაიმედო შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგი.
XS
SM
MD
LG