Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თანახმად, ის ხვდება გაეროს განიარების ინსპექტორების ჯგუფის მეთაურს ჰანსს ბლიქსს, მასთან ერაყის არსენალების

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თანახმად, ის ხვდება გაეროს განიარების ინსპექტორების ჯგუფის მეთაურს ჰანსს ბლიქსს, მასთან ერაყის არსენალების
ინსპექციის გარშემო მოსალაპარაკებლად.
აშშ-ს და ბრიტანეთს სურთ გადაიდოს ინსპექტორების ერაყში წასვლა, რადგან ესწრაფვიან მიიღონ გაეროს მკაცრი რეზოლუცია, რომელიც სადამის მხრივ განიარაღების უარყოფის შემთხვევაში, მათ სამხედრო მოქმედების უფლებას აძლევს. გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის მოადგილემ ჯეიმს კანინგემმა თქვა, რომ ახალი რეზულიცია უფრო ეფექტიანს გახდის ინსპექციას.
რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრები, არ ეთანხმებიან რეზოლუციის ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული პროექტს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მოუწოდა ინსპექტორებს სასწრაფოდ ერაყისკენ გაემართონ.
გუშინ ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ერაყში წასასვლელად მზად არიან.
თუმცა ჰანს ბლიქსის აზრით, არასწორი იქება, დაიწყონ ინსპექცია და მერე მიიღონ ახალი მანდატი და დირექტივები.
XS
SM
MD
LG