Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა იანოს პაპანტონიუმ


საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა იანოს პაპანტონიუმ განაცხადა,

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა იანოს პაპანტონიუმ განაცხადა,
რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ აუცილებლად მიიჩნია ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში სწრაფი რეაგირების მრავალეროვანი სამხედრო შენაერთის შექმნა მომავალ წელს, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი. პაპანტონიუმ დღეს განაცხადა ეს კუნძულ კრიტზე, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი არაოფიციალური შეხვედრის დამთავრების შემდეგ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯეფ ჰუნმა დაადასტურა, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირების შენაერთის შექმნა დადგენილი გრაფიკის მიხედვით და მოუწოდა კავშირის წევრ ქვეყნებს - უზრუნველყონ ამ პროექტის დაფინანსება.
XS
SM
MD
LG