Accessibility links

logo-print

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება


როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება სარაევოდან,

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება სარაევოდან,
12 საათისათვის ადგილობრივი დროით, მუსულმანურ-ხორვატიულ ფედერაციაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 22 პროცენტზე მეტს უკვე ჰქონდა მიცემული ხმა, ხოლო რეპუბლიკა სერბსკაში შესაბამისი მაჩვენებელი 21 პროცენტზე ნაკლები იყო. კომისიის თავმჯდომარემ ლიდია კორაჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ელექტორატის აქტიურობა ჯერჯერობით გაცილებით უფრო მაღალია ორი წლის წინათ ჩატარებული უკანასკნელი არჩევნების შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. მისივე თქმით, არჩევნების მსვლელობისას რაიმე ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. ბოსნიის ზომიერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზლატკო ლაგუმდზიამ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრიცაა ცენტრალურ მთავრობაში, გამორიცხა ყოველგვარი ალიანსი ნაციონალისტებთან.
XS
SM
MD
LG