Accessibility links

logo-print

ერაყზე მოსალოდნელი თავდასხმა საერთაშორისო კრიტიკას


ერაყზე მოსალოდნელი თავდასხმა საერთაშორისო კრიტიკას იწვევს..

ერაყზე მოსალოდნელი თავდასხმა საერთაშორისო კრიტიკას იწვევს..
სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერებს გაუმართლებლად მიაჩნიათ შეერთებული შტატების მოსალოდნელი თავდასხმა ერაყზე. ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი შიშობს, რომ სამხედრო ოპერაციამ ერაყის წინააღმდეგ შესაძლოა სამოქალაქო ომის გამოიწვიოს რეგიონში. მუბარაკმა თქვა, რომ არცერთ ქვეყანას არა აქვს უფლება – დაამხოს მეორე ქვეყანაში არსებული რეჟიმი. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ელიოტ-მარიმ განაცხადა, რომ მისი კოლეგები ევროკავშირიდან, ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტთა დაუყოვნებლივ დაბრუნებას უჭერენ მხარს. ხოლო ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა თქვა, რომ ერაყთან ომის დაწყება – მსოფლიო ეკონომიკას დააზარალებს.
XS
SM
MD
LG