Accessibility links

logo-print

წუხელ, პარიზის მერზე ბერტრან დელანოეზე


წუხელ, პარიზის მერზე ბერტრან დელანოეზე მოხდა თავდასხმა. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, უცნობმა მამაკაცმა მუცლის

წუხელ, პარიზის მერზე ბერტრან დელანოეზე მოხდა თავდასხმა. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, უცნობმა მამაკაცმა მუცლის
არეში დაჭრა დანით ქალაქის ტრადიციული დღესასწაულიდან მერიის შენობაში დაბრუნებული ბერტრან დელანოე. დელანოემ საშუალო სიმძიმის ჭრილობა მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 39-წლის ბოროტმოქმედი პოლიციამ დააკავა და ცდილობს გაარკვიოს ამ დანაშაულის მოტივი. სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ბერტრან დელანოე – 2001 წლის გაზაფხულზე აირჩიეს პარიზის მერად. 14 ივლისს, ბასტილიის დღეს, შეიარაღებულმა პირმა საფრანგეთის პრეზიდენტზე, ჟაკ შირაკზე სცადა თავდასხმა. ამ წლის დასაწყისში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილობრივი ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი მოკლა პარიზის დასავლეთ შემოგარენ ნანტერში.
XS
SM
MD
LG