Accessibility links

logo-print

ბაღდადი განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა


ბაღდადი განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა დაიყოლიოს სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები – არ შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს

ბაღდადი განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა დაიყოლიოს სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები – არ შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს
ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ თავდასხმაში. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯი საბრი, ბაჰრეინის მეფე ჰამადთან მოლაპარაკების შემდეგ დღეს ომანში განაგრძობს დიპლომატიურ მისიას. საბრი ქატარსა და გაერთიანებულ არაბულ საამიროებსაც ეწვევა. ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილე თარიქ აზიზი სირიაში ჩადის სამშაბათს, ხოლო შემდეგ ლიბანს ეწვევა.
შაბათს, თავის ტრადიციულ რადიომიმართვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ გახდება გარდაუვალი, თუ სადამ ჰუსეინის რეჟიმი არ მოახდენს თავისი მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციას.
XS
SM
MD
LG