Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში დამთავრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის


კიშინიოვში დამთავრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, რომლის მონაწილეებმა ტერორიზმთან,

კიშინიოვში დამთავრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, რომლის მონაწილეებმა ტერორიზმთან,
ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის გზებზე იმსჯელეს. გუშინ გაიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. დღეს პუტინმა განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება, რომ შევარდნაძე მისთვის მიცემულ ყველა პირობას შეასრულებს; შემდეგ კი დასძინა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] “თუ საქართველოს პრეზიდენტთან გუშინ მიღწეული შეთანხმება შესრულდა, მე ვერ ვხედავ ვერავითარ წინააღმდეგობას ყოველივე იმის შესასრულებლად, რაზეც მე და ედუარდ ამბროსის ძემ მოვილაპარაკეთ.” დსთ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის კანდიდატურა წამოაყენა.
XS
SM
MD
LG