Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის სერგეი


რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის სერგეი ფრიდინსკის მტკიცებით, საქართველოს მიერ რუსეთისთვის გადაცემული ხუთი ჩეჩნიდან ერთმა მთლიანად აღიარა თავისი დანაშაული.

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის სერგეი ფრიდინსკის მტკიცებით, საქართველოს მიერ რუსეთისთვის გადაცემული ხუთი ჩეჩნიდან ერთმა მთლიანად აღიარა თავისი დანაშაული.
როგორც ფრიდინსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაული ნაწილობრივ აღიარა კიდევ სამმა მეამბოხემ, ხოლო ერთი თავის ბრალეულობას მთლიანად უარყოფს. დღესვე, თბილისში, საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობასთან, გაიმართა ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა აქცია, რომლის მონაწილენი პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთის მხარისთვის აგვისტოში დაკავებული ხუთი ჩეჩნის გადაცემის გამო. დანარჩენი რვა დაკავებულის ექსტრადიციის საკითხი ამჟამად განიხილება. პარლამენტარ ელენე თევდორაძის აზრით, აუცილებელია ევროსასამართლოს რეკომენდაციის გათვალისწინება და დარჩენილი რვა ჩეჩნის ექსტრადიციის 14 ოქტომბრამდე შეჩერება. 14 ოქტომბერს საქართველოში, ექსტრადიციასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ექსპერტები ჩავლენ.
XS
SM
MD
LG