Accessibility links

logo-print

დღეს ისრაელის ჯარმა, ტანკებისა და


დღეს ისრაელის ჯარმა, ტანკებისა და ვერტმფრენების მონაწილეობით, იერიში მიიტანა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისზე.

დღეს ისრაელის ჯარმა, ტანკებისა და ვერტმფრენების მონაწილეობით, იერიში მიიტანა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისზე.
იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 13, ხოლო დაშავდა 110-მდე პალესტინელი. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშის მიზანი იყო “ტერორისტთა ინფრასტრუქტურის” მოსპობა ხან იუნისში, რომელიც ისლამისტთა ექსტრემისტული დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთ ცენტრად ითვლება. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ, რომელიც სამშვიდობო მისიით იმყოფება ახლო აღმოსავლეთში, განაცხადა, რომ შოკირებულია ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვის გამო. დღესვე, “ჰამასის” წევრებმა დაიჭირეს და წამებით მოკლეს პალესტინელთა პოლიციის უფროსი, გენერალი რაჯეჰ აბუ ლეჰია. “ჰამასის” წარმომადგენელთა განცხადებით, გენერლის მკლელობით მათ შური იძიეს ერთი წლის წინათ, ანტიამერიკული დემონსტრაციის დროს, ორი პალესტინელის დაღუპვისთვის.
XS
SM
MD
LG