Accessibility links

თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა


თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა ერაყის არმიის სარდლებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ ამ ქვეყნის ლიდერის სადამ ჰუსეინის ბრძანებებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა ერაყის არმიის სარდლებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ ამ ქვეყნის ლიდერის სადამ ჰუსეინის ბრძანებებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ფლაიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უაღრესად სერიოზულად მოეკიდება ერაყის ნებისმიერ ცდას, მასობრივი განადგურების იარაღს მიმართოს. ამ დღეებში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა განიხილავს პროექტს რეზოლუციისა, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აღჭურვოს უფლებამოსილებით, ერაყის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. დღეს, ნიუ იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ერაყის საკითხზე რეზოლუციის პროექტის გარშემო. დღესვე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ ვილპენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრები ერაყის საკითხში ახლოს არიან კონსენსუსთან.
XS
SM
MD
LG