Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების კონგრესმა დაიწყო განხილვა


შეერთებული შტატების კონგრესმა დაიწყო განხილვა რეზოლუციისა, რომელმაც პრეზიდენტ ბუშს უფლებამოსილება უნდა მიანიჭოს

შეერთებული შტატების კონგრესმა დაიწყო განხილვა რეზოლუციისა, რომელმაც პრეზიდენტ ბუშს უფლებამოსილება უნდა მიანიჭოს
იხმაროს ძალა ერაყის წინააღმდეგ, რათა მიაღწიოს ამ ქვეყნის მასობრივი განადგურების იარაღის არსენალის მოსპობას.
კონგრესში მოელიან, რომ დებატები ხუთშაბათს დასრულდება.
ჯორჯ ბუშმა დღეს ტენესის შტატში გამოსვლისას თქვა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მაშინ დაიწყება მხოლოდ, თუკი მშვიდობინი საშუალებებით ზეწოლა შედეგს არ გამოიღებს.
რუსეთის განცხადებით, ეს ქვეყანა მხარს დაუჭერს გაეროს ახალ რეზოლუციას, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდიდა გაეროს განიარაღების ინსპექტორთა მუშაობას.
XS
SM
MD
LG