Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტნელების თვითმმართველობის ტერიტორიაზე დღეს გრძელდებოდა


პალესტნელების თვითმმართველობის ტერიტორიაზე დღეს გრძელდებოდა შეტაკებები. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ჰებრონში სროლის შედეგად დაიჭრა ოთხი ისრაელი,

პალესტნელების თვითმმართველობის ტერიტორიაზე დღეს გრძელდებოდა შეტაკებები. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ჰებრონში სროლის შედეგად დაიჭრა ოთხი ისრაელი,
ორი მათგანი მძიმედ არის. ისრაელის არმიამ ჯავშანტექნიკა შეიყვანა ქალაქში და კომენდანტის საათი დააწესა.
დღესვე გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარმა ვიეირა დე მელომ ჟენევის კონვენციის დარღვევად შეაფასა და დაგმო ისრაელის არმიის ქმედება ღაზის სექტორში, სადაც მოკლულ იქნა 14 პალესტინელი, ასი კი დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის არმიის ეს ქმედება გაკრიტიკებულ იქნა აშშ-ს მიერაც კი, ისრაელის პრემიერ -მინისტრმა არიელ შარონმა 14 პალესტნელის დახოცვის აქციას წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ ოპერაციები ღაზაში კვლავ მოეწყობა. მისივე თანახმად, მსხვერპლის უდიდესი ნაწილი ტერორისტები იყნენ. ოპერაციის მეთაურის მოვალეების შემსრულებელმა ისრაელ ზივმა კი განაცხადა, რომ დახოცილთაგან ისრაელის მიერ არცერთი არ იძებნებოდა.
XS
SM
MD
LG