Accessibility links

logo-print

ქუვეითში დააპატიმრეს დიდი ჯგუფი, რომელიც


ქუვეითში დააპატიმრეს დიდი ჯგუფი, რომელიც ეჭვმიტანილია გუშინ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმაში.

ქუვეითში დააპატიმრეს დიდი ჯგუფი, რომელიც ეჭვმიტანილია გუშინ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმაში.
თავდასხმის შედეგად ერთი საზღვაო ფეხოსანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. სამშაბათს ორმა ქუვეითელმა ცეცხლი გაუხსნა სატვირთო მანქანას, რომლითაც ამერიკელი სამხედროები მგზავრობდნენ. თავდამსხმელები განადგურებულ იქნენ საპასუხო ცეცხლით. ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა მოჰამად ალ-სალემ ას-საბაჰმა ამერიკელებზე თავდასხმას უწოდა ”ქუვეითის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება” და პირობა დადო, რომ ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიმართავს ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფებების გასანადგურებლად. ქუვეითის პრესის ცნობით, თავდამსხმელები საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ ყაიდასთან” იყვნენ დაკავშირებული. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG