Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ქაშმირის შტატში არ წყდება


ინდოეთის ქაშმირის შტატში არ წყდება ისლამისტი სეპარატისტების თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ინდოეთის ქაშმირის შტატში არ წყდება ისლამისტი სეპარატისტების თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.
ქალაქ სრინაგარის მახლობლად დღეს შეიარაღებულმა პირმა დახვრიტა სამი ადამიანი.პოლიციის ცნობით, ხუთი გამვლელი დაიჭრა მას მერე, რაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა ყუმბარა ესროლეს პოლიციის პატრულს. გუშინ ქაშმირში დასრულდა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები. ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩევნები წარმატებით ჩატარდა და მზადყოფნა გამოთქვა, დიალოგი აწარმოოს ყველა ადგილობრივ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის სეპარატისტების ზომიერ ლიდერებთან. უკანასკნელი თვენახევრის მანძილზე ისლამისტი ესქტრემისტების თავდასხმების შედეგად, რომლებიც ბოიკოტს უწევდნენ არჩევნებს, ქაშმირში 730-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG