Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვრევო სამმართველომ


შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვრევო სამმართველომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბაღდადს შეუძლია ბიოლოგიური

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვრევო სამმართველომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბაღდადს შეუძლია ბიოლოგიური
და ქიმიური იარაღი გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში. ამავე დროს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ სამშაბათს საღამოს ვაშინგტონში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ერაყის მხრიდან შეერთებულ შტატებზე არაპროვოცირებული თავდასხმის ალბათობა ძალზე მცირეა. ამასობაში შეერთებული შტატების კონგრესი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ბუშს ანიჭებს უფლებას, ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ, თუკი ეს უკანასკნელი უარს იტყვის მასობრივი განადგურების იარაღის არსენალის ლიკვიდაციაზე. სამშაბათს ბუშმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ამერიკის მთელი სამხედრო სიმძლავრე გამოიყენოს, რათა ბაღდადი აიძულოს განიარაღდეს.
XS
SM
MD
LG